იურიდიული ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აცხადებს გარე მობილობის წესით სტუდენტთა მიღებას.
თსუ–ის რექტორის 25.01.2022 წლის N14/01-01 ბრძანების
თანახმად:
განისაზღვრა 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:
ა)პროცედურული ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 11 – 14 თებერვალი;
განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის /შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის-„CERTUS”-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 15- 16 თებერვალი;
ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა & უარი) –17 თებერვალი;
იხილეთ ბმული
გარე მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის მთავარ სპეციალისტს დარეჯან მურაჩაშვილს ტელ: 577 233 858 ; ელექტრონული ფოსტა darejan.murachashvili@tsu.ge
საკონტაქტო ინფორმაცია:
(დამოწმებული დოკუმენტაციის გადაგზავნა წარმოებს შემდეგ მისამართზე)
იურიდიული ფაკულტეტი
ელექტრონული ფოსტა: Chancellerylaw@tsu.ge